ნინო ლომჯარია: პროკურატურა ხვალიდან უკვე მზადაა, შაქარაშვილის საქმის მასალების შესწავლა დავიწყოთ

სახალხო დამცველი გიორგი შაქარაშვილის საქმის შესწავლაში ჩაერთვება. პროკურატურა მზად არის, ნინო ლომჯარის და მის წარმომადგენლებს საქმის მასალები გააცნოს.

“დღე უკვე გვქონდა პროკურატურასთან რამდენჯერმე საქმიანი კომუნიკაცია და შესწავლის საგანია, გადმოგვეცემა ეს მასალები ისევე, როგორც მხარეებს, თუ ადგილზე მოგვიწევს მისვლა, როგორც ადრე.

ეს ტექნიკური საკითხია და რაც მთავარია, პროკურატურა ხვალიდან უკვე მზადაა დავიწყოთ ამ საქმის შესწავლა. პირველ რიგში ჩვენ დასაგეგმი გვაქვს ჩვენი სტრატეგია, რა არის ჩვენი ჩართულობის პრიორიტეტი” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ ტელეკომპანია პირველთან.

მისი თქმით, პროკურატურის მხრიდან დაზარალებულ მხარესთან კომუნიკაცია უხარვეზოდ მიმდინარეობს:

“ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ყოველ შემთხვევაში, მე რაც სახალხო დამცველი ვარ, მკაფიოდ იკვეთებოდა პრობლემა როდესაც ბრალდებულებიც მოგვმართავდა და დაზარალებულიც  და გვეუბნებოდა, პროკურატურა არ ვიცი რას აკეთებს ამ საქმეში და წარმოადგენს ჩემს ინტერესს თუ არაო.

ეს იყო ძალიან დიდი დეფიციტი, რაც გამოჩნდა ხორავას ქუჩის საქმეშიც. ალბათ, ეს გამოცდილება გამოასწორა, რამე შეცვალა პროკურატურამ, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ კომუნიკაციის დეფიციტი დაზარალებულთან არ არსებობს.

ოჯახმაც განმიცხადა, რომ აქვთ მათთან ინტენსიური კომუნიკაცია,ყველა კითხვაზე იღებენ პასუხს და გამოძიების მისამართით, დღეის მდგომარეობით მათ არ აქვთ პრეტენზიები.” – განაცხადა სახალხო დამცველმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად