ნინო ლომჯარია: პატიმრები დაიღუპნენ არა დამწვრობით, არამედ კვამლის გამო

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ 2 პატიმარი დაიღუპა არა დამწვრობის შედეგად, არამედ ძლიერი დაკვამლიანების გამო.

“დავათვალიერე დამწვარი სასადილო, ვესაუბრე პატიმრებს და ციხის ადმინისტრაციას, მათი განცხადებით, ხანძარი მოულოდნელად დაიწყო და ძალიან სერიოზული დაკვამლიანება იყო. როგორც ჩანს, ერთ-ერთი პატიმარი ცდილობდა გამოსვლას, თუმცა გისოსები იყო. იყო მცდელობა შიგნიდან და გარედან შუშები ჩაემსხვრიათ, თუმცა სამწუხაროდ, გისოსების გამო ვერ მოხერხდა ამ ადამიანის ფანჯრიდან გამოყვანა. რეალურად, როდესაც სახანძრო მოვიდა დაახლოებით 20 წუთში, 2 ადამიანი იპოვეს. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ისინი დაიღუპნენ არა დამწვრობით, არამედ კვამლის გამო,”- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

გუშინ, ციხეში ხანძარი გაჩნდა, რომელსაც 2 პატიმრის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები
იტვირთება...