ნინო ლომჯარია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ყოველწლიურ ანგარიშს გააცნობს

დღეს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ყოველწლიურ ანგარიშს გააცნობს.

საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში სახალხო დამცველმა პარლამენტში 20 მარტს შეიტანა. 32 თავისგან შემდგარი, 448-გვერდიანი ანგარიში ძირითადად 2018 წელს მოიცავს, თუმცა, მასში ასევე გაანალიზებულია ის პრობლემები, რომლებიც მანამდე არსებულ პერიოდში წარმოიშვა და საანგარიშო პერიოდშიც გაგრძელდა.

სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში პირველად არის წარმოდგენილი თავი ადამიანის უფლებების სწავლების შესახებ. ამ მიმართულებით, გაანალიზებულია სახელმწიფო პოლიტიკა და შესაბამისი სტრატეგიული დოკუმენტები, წარმოდგენილია მოქმედი კანონმდებლობის ანალიზი სკოლამდელი და ზოგადი განათლების ჭრილში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად