ნინო ლომჯარია „ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეებს შეხვდა

რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს სახალხო დამცველი შეისწავლის
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რიონის ხეობაში მყოფ იმ პირებს შეხვდა, რომლებიც ,,ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგნი არიან და ადგილზე კარვები აქვთ გაშლილი.

სოფელ გუმათის შესასვლელთან პოლიციის ბლოკპოსტია მოწყობილი, შეზღუდულია გადაადგილება.
„ვერ დავინახეთ დასაბუთება იმისა, თუ რა საჭიროება იყო შეზღუდულიყო გადაადგილების თავისუფლება მითუმეტეს, რომ წინაპირობა და მოწოდებები ძალადობრივ ქმედებასთან დაკავშირებით არ ყოფილა. სამწუხაროდ, ვერც აქ მყოფი პოლიციელებისგან ვერ მივიღე განმარტება. ჩვენ ოფიციალურად მიმართული გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი არა მარტო აღნიშნულ ბლოკპოსტთან დაკავშირებით, არამედ ზოგადად გამოყენებულ სპეციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებით რასაც პოლიცია აქ იყენებს და აუცილებლად შევისწავლით სამართლებრივ მხარეს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ლომჯარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...