ნინო ლომჯარია: მიხეილ სააკაშვილის პირობების პირველადი შემოწმებისას სასეირნო სივრცისა და ფანჯარის პრობლემა, სამედიცინო მანიპულაციების ნაწილზე უსაფრთხოების თანამშრომლების დაკვირვება და ვიდეოჩაწერა გამოვლინდა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია განცხადებას ავრცელებს ჯანდაცვის სამინისტროს თხოვნაზე მიხეილ სააკაშვილის კლინიკური მართვის პროცესში ექსპერტთა ჩართვასთან დაკავშირებით. სადაც აღნიშნავს:

“საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის განთავსების პირობები და გატარებული უსაფრთხოების ღონისძიებები სახალხო დამცველის რწმუნებულებმა 2021 წლის 20 ნოემბერს უკვე შეამოწმეს. პირველადი შემოწმების საფუძველზე გამოვლინდა გარკვეული საკითხები (დასახელდა სასეირნო სივრცისა და ფანჯარასთან დაკავშირებული პრობლემები, სამედიცინო მანიპულაციების ნაწილზე უსაფრთხოების თანამშრომლების დაკვირვება, ვიდეოჩაწერა), რასთან დაკავშირებითაც შედგა მყისიერი კომუნიკაცია შესაბამის უფლებამოსილ პირებთან. ერთ ეპიზოდში ვიდეოჩაწერის კანონიერების შესწავლის მიზნით, სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.
პირობებთან დაკავშირებით დასახელებული საკითხების შესახებ სახალხო დამცველის რწმუნებულებმა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებისგან მიიღეს შესაბამისი რეაგირების პირობა, რისი შედეგებიც ასევე შემოწმდება გონივრულ ვადაში.” – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
კომენტარები
იტვირთება...