ნინო ლომჯარია მეუფე იაკობის განცხადებებზე: საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ

მეუფე იაკობის ხმაურიან ბრალდებებზე სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია საგამოძიებო ორგანოებს დაინტერესებას სთხოვს და ამბობს, რომ სკანდალური განცხადებების ავტორი, მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა გამოიკითხოს.

“სულ მცირე, საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ აღნიშნული განცხადებებით და უნდა მოხდეს მისი გამოკითხვა, რას გულისხმობდა და დღეს შეუძლია თუ არა, იგივეს გამეორება, ან დადასტურება იმიტომ, რომ პასუხები გაუცემელი რჩება საზოგადოებისთვის,” – აცხადებს ნინო ლომჯარია.

მეუფე იაკობის განცხადებით, „ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუს-ის ყოფილი უფროსი, ვახტანგ გომელაური და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ. მეუფე იაკობმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში თქვა, რომ შეხვედრა ყოფილი პრემიერის კაბინეტში შედგა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად