ნინო ლომჯარია: ჯანდაცვის მინისტრის განცხადება დიდი ალბათობით სარკაზმი იყო, თუმცა ამის დრო არაა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადება დიდი ალბათობით სარკაზმი იყო, თუმცა ამის დრო არაა, – ასე ეხმაურება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის განცხადებას.

ომბუდსმენის თქმით, იმპერატიული რიტორიკაა საჭირო ხელისუფლებისგან და სავალდებულო ვაქცინაცია შემოსაღები იმ ასაკობრივი ჯგუფებისა და კატეგორიის პირებისთვის, რაც ცივილიზებულ სამყაროში უკვე დამკვიდრებული.

“ჯანდაცვის მინისტრის განცხადება, დიდი ალბათობით, სარკაზმი იყო, თუმცა ამისი დრო არ არის… უფრო იმპერატიული რიტორიკაა საჭირო ხელისუფლებისგან და სავალდებულო ვაქცინაცია შემოსაღები იმ ასაკობრივი ჯგუფებისა და კატეგორიის პირებისთვის, რაც ცივილიზებულ სამყაროში უკვე დამკვიდრებული პრაქტიკაა!

ჩემი კოვიდ ინფიცირებული მშობლები 10 დღეა საავადმყოფოში წვანან. მათი კლინიკური მდგომარეობა ცუდი არ არის, მაგრამ, სუბიექტურად ძალიან სუსტად და ცუდად გრძნობენ თავს. საბედნიეროდ, აცრილები იყვნენ, თორემ წარმოდგენაც არ მინდა, როგორ ვიქნებოდით ახლა 🙏🙏

ჩვენ უნდა გავიზიაროთ ის საერთაშორისო პრაქტიკა, რაც ამბობს, რომ 60 წლის ასაკის ზემოთ ყველა უნდა აიცრას, რომ კოვიდ გადატანილის იმუნიტეტი 6 თვე მუშაობს… არ შეიძლება ასეთი ტანჯვისთვის გავწიროთ ჩვენი უფროსი თაობა, ექიმები, არ შეიძლება პოლიტიკური მიზანშეწონილობა წონიდეს მეცნიერულ არგუმენტებს, ეს გაუგონარი ბოროტებაა!” – წერს ნინო ლომჯარია Facebook-ში.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა: საქართველოსნაირი ქვეყანა მსოფლიოში არსად არ არის, ჩვენ ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ და სწორედ აქედან გამომდინარე, ასევე განსაკუთრებულები ვართ 2 “მწვანე პასპორტით

კომენტარები
იტვირთება...