ნინო ლომჯარია: იუსტიციის საბჭოს რომ ჰქონდეს ნდობა, ჩვენ აქ არ ვისხდებოდით

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ ნდობა ცალსახად არ არსებობს და ამას თავად უმრავლესობის გადაწყვეტილებებიც ადასტურებს.

“რა თქმა უნდა, იუსტიციის საბჭოს რომ ჰქონდეს ნდობა, ჩვენ აქ არ ვისხდებოდით და ამდენი ხნის განმავლობაში ამ საკითხებზე არ ვისაუბრებდით. დეკემბერში, როდესაც ამ პარლამენტმა დაიწუნა წარმოდგენილი სია, რატომ დაიწუნა? იმიტომ, რომ პროცესის მიმართ არ არსებობდა ნდობა. ამ პროცესის და საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიმართ რომ ნდობა არსებულიყო, ალბათ ის სია განხილული იქნებოდა. მე მგონი, ამაზე კამათი, არსებობს თუ არა საბჭოს მიმართ ნდობა, არ შეიძლება. ეს დაინახა ძალიან კარგად ვენეციის კომისიამაც, როდესაც შეხვდა მხარეების მრავალფეროვან სპექტრს და ეს დაინახა ოდირმაც”-განაცხადა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად