ნინო ლომჯარია: ეს არჩევნები, წინა არჩევნებთან შედარებით, ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია!

“ეს არჩევნები იქნება წინა არჩევნებთან შედარებით ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯი, უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვეყოლება მრავალფეროვანი, მრავალპარტიული პარლამენტი, რაც დიდი ხნის განმავლობაში სასურველი იყო ქართველი ამომრჩევლისთვის” – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

“ასევე, გვექნება მინიმალურად დაკარგული ხმების რაოდენობა. ასევე, თუ შევადარებთ 2016 წლის არჩევნებს, ამომრჩევლის 18 პროცენტის ხმა დაიკარგა, ანუ ვისაც მისცა 18%-მა ხმა, ეს არ ასახულა საპარლამენტო მანდატებში. ამ შემთხვევაში. ამჯერად კი, დაკარგული ხმების რაოდენობა გვექნება შემცირებული, რაც ძალიან დიდი პოზიტივია” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა, 20:00 საათზე ხმის მიცემა შეწყდა. სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2” წარმოგიდგენთ ეგზიტპოლის შედეგებს, რომელიც ბრიტანულმა ავტორიტეტულმა ორგანიზაცია  Survation-მა ჩაატარა. ცდომილება 1.2%-ია.

აღნიშნული მონაცემები წარმოადგენს 17:30 საათის შედეგებს, რომლის მიხედვითაც  საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში  შედის 9 პოლიტიკური სუბიექტი.

Survation-ის ეგზიტპოლის შედეგად შედეგები ასე გადანაწილდა:

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” – 52.26%

საარჩევნო ბლოკი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია”” -25.33%

“ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” – 4.20 %

“გირჩი” – 3.52 %

“ლელო – მამუკა ხაზარაძე” – 2.61%

საარჩევნო ბლოკი  “გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი” -2.37%

“დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” -2.29%

“შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია” – 1.22%

“ალეკო ელისაშვილი მოქალაქეები” – 1.02 %

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად