ნინო კუზანოვა: პაატა ბურჭულაძესთან ერთად არ ვიქნები

ექიმმა, ნინო კუზანოვამ პაატა ბურჭულაძის პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" დატოვა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "პირველის" ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემაში განაცხადა.

„მე ყველას უარი განვუცხადე ინტერვიუზე. სანამ ღრმად არ გავითვლიდი დეტალებს. მე მიყვარს ციფრები, ფაქტები, სტატისტიკა, ისტორია –  ყველაფერი დადასტურებული და გაწერილი. მოვითხოვე პროგრამა, ჩავუჯექი, გადავხედე ხალხს, რომელიც ყოველდღიურად იმატებდა. რაღაც დონეზე მივხდი, რომ იქ ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი იყო, რომლის გვერდზე უბრალოდ ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია. ალბათ, მათთვისაც არ ვიქნებოდი სასურველი, ასე ვთქვათ, ჩემი ზედმეტი პირდაპირობით და ხასიათებით. 

რადიკალურად სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანები უცებ პაატას გუნდში ერთად ჩამოსხდნენ და გახდნენ პარტნიორები. არ ვარ პატარა გოგო და არ მჯერა 5 წუთში დამეგობრების", – განაცხადა კუზანოვამ.

კომენტარები
იტვირთება...