ნინო ხაჟომია აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის რედაქტორის თანამდებობას ტოვებს

ნინო ხაჟომია აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის რედაქტორის თანამდებობას ტოვებს. წასვლის შესახებ განცხადება თავად დაწერა.

მის ნაცვლად ახალი ამბების რედაქტორის ფუნქციებს ფირუზ ბოლქვაძე შეასრულებს. ის ამ თანამდებობაზე კონკურსის გარეშე დაინიშნა.

სკანდალური აღმოჩნდა მისი ინტერვიუ და უცენზურო რეპლიკა, რომლითაც ხაჟომიამ აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტს უპასუხა კითხვაზე რას აკეთებდა გადაცემა “60 წუთის” დახურვის შემდეგ. “ვტ…ობდი”, -თქვა ხაჟომიამ ინტერვიუში. შემდეგ კი ჟურნალისტი უნებართვოდ ჩაწერაში დაადანაშაულა.

სწორედ ეს რეპლიკა გახდა საზოგადოების განსჯის საგანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად