ნინო ჯანგირაშვილი: გოიმები ვართ… ჩემი კოლეგები სამეულს გულებს უწერდნენ, შეიძლება კრიმინალები აღმოჩნდნენ

გოიმები ვართ… ჩემი კოლეგები სამეულს გულებს უწერდნენ, შეიძლება კრიმინალები აღმოჩნდნენ, – ამის შესახებ ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“რა მოხდა გასული წლის გაზაფხულის პირველივე დღეებიდან? “ბატონო ამირან”, “ბატონო თენგიზ” და “ბატონო პაატა”. ჩვენი ბრალიც არის მედიის ბრალი. ჩემ თავზე არ ვამბობ ამ შემთხვევაში, მაგრამ ძალიან გოიმები ვართ. ბოდიში ჩემ კოლეგებთან, ეთერში გულების დაწერები და გულების ახსნები… ხალხო არავის არ გვაქვს გააზრებული პასუხისმგებლობა.

ერთხელ ტესტზე იკითხა ვახო სანაიამ და ჯვაროსნული ომი დაიწყო მის წინააღმდეგ. პირველივე დღიდან არაადეკვატურები და არარაციონალურები ვიყავით. არ ვითხოვდით, რაც უნდა მოგვეთხოვა. ამათაც რაც გასდიოდათ ის გააკეთეს. შეგვიქმნეს: გმირები, ეს სამეული. შეიძლება აღმოჩნდეს ერთ მშვენიერ დღეს, რომ კრიმინალები არიან. ახლა უკვე მოსულა მათი გინება. აქამდე რომ მეთქვა ანათემას გადამცემდნენ და სატანას მიწოდებდნენ”, – განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...