ნინო გვენეტაძე: უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა არჩევაში მონაწილეობას არ მივიღებ

3 საათიანი დაგვიანების შემდეგ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადოდ ასარჩევ მოსამართლეთა კენჭისყრის პროცედურები დაიწყო, თუმცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ პროცედურების დაწყებამდე საბჭოს წევრებს, კენჭის ყრის გადადების თხოვნით მიმართა.

მაგრამ, ნინო გვენეტაძაძის წინადადებას 15 საბჭოს წევრიდან მხოლოდ 4-მა დაუჭირა მხარი. რის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა: "მე კენჭისყრაში არ მივიღებ მონაწილეობს, რადგან არ მაქვს ბევრ კითხვაზე პასუხი, ეს მნიშვნელოვანი საკითხებია და პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ."

ამის შემდეგ სხდომაზე 5 წუთიანი შესვენება გამოცხადაა, ხოლო ამ წუთებში სხდომაზე განახლდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად