ნინო გვენეტაძე: სასამართლო არ არის სისტემური მორჩილების ქვეშ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივაზე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ გადაცემაში „მთავარი თამარ ჩიქოვანთან ერთად“ ისაუბრა და განაცხადა. 

მისი განმარტებით საბჭოს ინიციატივა არის მხოლოდ შეთავაზება და არანაირი კავშირი არ აქვს საკონსტიტუციო ცვლილებებთან.

„ჩვენ არ გახლავართ საკანონმდებლო ინიციატივის მქონე ხელისუფლება, ეს არის შეთავაზებები და ინიციატივები, რომლებიც მსჯელობის საგანი გახდება. ჩვენ მთავარი ამოცანაა საზოგადოებასთან ფართო კომუნიკაცია და ვალდებულება, რომ ჩვენ ვიქნებით მაღალი ეთიკური სტანდარტით წარმოდგენილი. 

სასამართლო არ არის სისტემური მორჩილების ქვეშ. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ დღეს სასამართლო ნამდვილად არის იმ რეჟიმში, რომ მას შეუძლია თავისი თავი თავადვე ეკუთვნოდეს. ჩვენ არ ვართ სისტემური მორჩილების ქვეშ, მოსამართლეს თავისუფლად შეუძლია სამართალწარმოება განახორციელოს“- განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა შეურაცხყოფაზე რეგულაციების დაწესებას ითხოვს. 

მასალა მოამზადა გვანცა ვარდანიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად