ნინო გოგუაძე: ყველამ დაინახა, რომ ქვეყანას ჰყავს მმართველი, რომლის სიტყვას ფასი არ აქვს

ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნინო გოგუაძემ “ევროპული საქართველოსა” და “თავისუფალი დემოკრატების” ერთობლივ ბრიფინგზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე ჩავარდნასთან დაკავშირებით განაცხადა.

„დღეს საქართველოში ყველა მოქალაქემ დაინახა, რომ ქვეყანას ჰყავს მმართველი, რომლის სიტყვას ფასი არ აქვს, რომელმაც ყველა აქამდე გაცემული დაპირება არ შეასრულა და არც მომავალში შეასრულებს. დღეს ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, რომ სახელმწიფო მისია და ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვუთხრათ, რომ მისი კი არა, ჩვენია. დღეს კრიზისული ვითარებაა. კონსოლიდაციის განსაკუთრებული უნარი გაგვაჩნია. ჩვენ ბიძინა ივანიშვილს არ დავტოვებთ მისი არაკომპეტენტური გუნდით ხელისუფლებაში“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ

შეგახსენებთ: დღეს, 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგი იყო.

ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ 37-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად