ნინო გოგუაძე: კამპანია “მიშა მოდის” ივანიშვილსაც აწყობს და ოპოზიციის ნაწილსაც

ნინო გოგუაძე: კამპანია “მიშა მოდის” ივანიშვილსაც აწყობს და ოპოზიციის ნაწილსაც, – ამის შესახებ “აიპრესთან” ინტერვიუში “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილმა პოლიტიკურმა მდივანმა, კოალიცია “ევროპული საქართველოს” უპარტიო წევრმა ნინო გოგუაძემ “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ:

ნინო გოგუაძე: ადრეც ვამბობდი, რომ მოქალაქეებს უკეთებს ჰიპნოზს, რომ თითქოს ამ ქვეყანაში სხვა არავინ არის, არის მხოლოდ ბიძინა და მიშა. ეს რა თქმა უნდა საშინელებაა და ეს არის არქაიზაცია. არჩევნები იმის არჩევნები არ არის, რომ ვინმეს მხარეს იყო.

_ თუმცა დამეთანხმებით ალბათ, რომ ამ კამპანიის წარმართვაში ხელისუფლებას ხელს უწყობს ოპოზიციის გარკვეული ნაწილიც, თავად მიშას ჩათვლით.

_ რა თქმა უნდა, ეს სტრატეგია ოპოზიციის ნაწილსაც აწყობს და აწყობს ბიძინასაც. ასე, რომ დიახ, ეს არჩევნები იქნება წარმოჩენილი, თითქოს ბიძინას და მიშას დაპირისპირებაა, მაგრამ სინამდვილეში, არჩევნებით შენ აყალიბებ შენ მომავალ 4 წლიან ცხოვრებას. უნდა აირჩიო ძალა, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს და აქვს ამის კომპენტენცია.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...