ნინო გოგუაძე: ივანიშვილმა არჩევნების გაყალბებით ავტორიტარული სახელმწიფო გაგვიფორმა

მანამდე – სასამართლოს დამორჩილების, პროკურატურის დამორჩილების და ა. შ.  პროცესი ეს იყო ავტორიტარიზმი, მაგრამ ახლა უკვე გააფორმა, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა და ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა პარტნიორმა ნინო გოგუაძემ “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს დღეს საღამოს შევთავაზებთ.

“ჩვენ მივიღეთ სახელმწიფო, სადაც ამ არჩევნების გაყალბებით ავტორიტარული სახელმწიფო გაგვიფორმა. მანამდე – სასამართლოს დამორჩილების, პროკურატურის დამორჩილების და ა. შ.  პროცესი ეს იყო ავტორიტარიზმი, მაგრამ ახლა უკვე გააფორმა, როდესაც გვითხრა, რომ ამ ქვეყანაში არჩევნებს აზრი არ აქვს და რა რიცხვსაც მინდა, იმას დავწერო. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ოპოზიციის ბოიკოტი.

ერთპარტიული პარლამენტი წარმოადგენს იმ სახელმწიფოს რაობას, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ეს ერთპარტიული პარლამენტი არ იძლევა შესაძლებლობას, რომ თვალები დახუჭონ და რომ სინამდვილეში დემოკრატიული სახელმწიფო კი არა, არამედ ავტორიტარულია. ამიტომ, ასეთი ტიპის სახელმწიფოში ბრძოლის მეთოდები განსხვავებულია. იქ, სადაც დემოკრატიული თამაშის წესები არ მუშაობს და დემოკრატიული პროცედურები არ მუშაობს, იქ სადაც პარლამენტში შესვლა ბუტაფორიაა, ბრძოლის მეთოდებიც სხვა უნდა იყოს”, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად