ნინო გოგუაძე: ივანიშვილი, როგორც არაფორმალური მმართველი მაშინ დამთავრდება თუ “ოცნება” ჩამოიშალა

ივანიშვილი, როგორც არაფორმალური მმართველი მაშინ დამთავრდება თუ “ოცნება” პარლამენტში ჩამოიშალა და ხელისუფლება დაკარგა, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა და ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა პარტნიორმა ნინო გოგუაძემ “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს დღეს საღამოს შევთავაზებთ.

“ვისმენდი შეფასებებს, თითქოს ივანიშვილმა „ქართული ოცნება“ დაამთავრა. მის გეგმებში არ შედის ეს. „ქართული ოცნება“ პარლამენტში თუ ჩამოიშალა და ხელისუფლებიდან წავიდა, მაშინ ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ მაშინ დამთავრდება როგორც ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი. მანამდე, სანამ „ოცნება“ ასე თუ ისე ხელისუფლებაშია, გაყალბებული არჩევნებით თუ სხვა გზით, მანამ მას არაფერი ემუქრება. „ოცნების“ ეს რაოდენობა განაპირობებს მის არაფორმალურ მმართველობას, თუმცა მას მაინც მოუწევს. ერთია რა გეგმები აქვს ივანიშვილს და მეორე, როგორ განვითარდება რეალობა”, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...