ნინო გოგუაძე: ივანიშვილი ამბობს, “ოცნების” მხარდამჭერი აღარ ვარო, რაც ნიშნავს, რომ აგიტაციას აღარ გაუწევს

როცა ივანიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკიდან წავედიო, ეს ნიშნავს, რომ საჯაროობიდან წავიდა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელი ნინო გოგუაძე „აიპრესთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

გოგუაძის თქმით, ივანიშვილისთვის კომფორტი ძალაუფლების არაფორმალურად ფლობაა და ფორმალური თანამდებობაც კი დისკომფორტს უქმნის.

„მართალი გითხრათ, როდესაც გახარიას პრემიერის თანამდებობიდან გადადგომაზე საუბრობდნენ, მე მაშინ ვამბობდი, რომ გახარია კი არა, თავად ბიძინა ივანიშვილიც წავა პარტიის თავმჯდომარებიდან-მეთქი. იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი მისთვის ყველაზე კომფორტულია, რომ არაფორმალურად ფლობდეს აბსოლუტურ ძალაუფლებას. მე ასეთი ფორმალური თანამდებობაც კი უქმნის დისკომფორტს და მისთვის ყველაზე კომფორტულია, რომ არაფორმალურად ფლობდეს აბსოლუტურ ძალაუფლებას. ის, როდესაც ამბობს, რომ მე წავედი პოლიტიკიდანო, იგი წავიდა საჯაროობიდან. მან აიცილა პასუხისმგებლობა და შეინარჩუნა ძალაუფლება. ძალაუფლების წყაროა და „ქართული ოცნება“ არის მისი საკუთრება. სასამართლო არის მისი საკუთრება. სუს-ი არის მისი საკუთრება. პროკურატურა არის მისი საკუთრება და სწორედ ამ ინსტრუმენტებით მართავს ის ქვეყანას. ყველა ეს სისტემა ხომ პირადად მას ემორჩილება?!

მართვის ამ ბერკეტების გადაცემას ის არც ფიქრობს არავისთვის. მით უმეტეს „ქართული ოცნებისთვის“. ივანიშვილი არის ექსკლუზიური მფლობელი ყველა იმ ბერკეტისა, რომელიც მას სჭირდება ამ ქვეყნის სამართავად. ახლა გვითხრა, რომ უფრო მაგრად წავედი პირველი წასვლის დროს წავედიო და მხარდამჭერიც კი არ ვარ „ქართული ოცნებისო“. მე ასე თუ ისე მესმის მისი ლაპარაკი და მხარდამჭერი არ ვარო, ნიშნავს, რომ აგიტაციას აღარ გავუწევო“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...