ნინო გოგუაძე: გახარიას მდინარაძემ საინტერესოდ უპასუხა – ღალატი და გადატრიალება შეფასება ყოფილა

გახარიას მდინარაძემ საინტერესოდ უპასუხა – ღალატი და გადატრიალება შეფასება ყოფილა, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა თანაგუნდელმა, პოლიტიკოსმა ნინო გოგუაძემ “ფორმულას” ეთერში, გადაცემაში “პოლიტიკის ფორმულა” განაცხადა.

“გახარიას საინტერესოდ უპასუხა მამუკა მდინარაძემ. ისწავლეთ სამართლებრივი პროცესებისა და პოლიტიკური განცხადებების გამიჯვნაო. ღალატი და გადატრაილება ყოფილა შეფასება. მიშა სააკაშვილთან შეთანხმება, აქ ჩანერგილი პოლიციელები და რაღაც საოცრებები რომ მოვისმინეთ შეფასება ყოფილა. ეს შეფასებითი ნაწილი ყოფილა, რომელზეც სამართლებრივი რეაგირება შეიძლება არ მოხდეს. როგორც ვხედავთ, გახარიას დღევანდელ სარჩელზე “ქართული ოცნება” არ აპირებს სამართლებრივ რეაგირებას, თორემ ასეთ სისულელეს ნამდვილად ვერ მოვისმენდით”, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამოქვეყნებულ წერილში გიორგი გახარია ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა. მისი თქმით, გახარია სააკაშვილთან გარიგებით შეთქმულებას გეგმავდა. ფაქტზე გიორგი გახარიამ პროკურატურას მიმართა და გამოძიება მოითხოვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...