ნინო გოგუაძე: დამძიმებულ კრიმინოგენურ ვითარებაზე პასუხისმგებლობა შს მინისტრმა უნდა აიღოს

თბილისში ასეთი გარჩევები დიდი ხანია არ მინახავს. ადამიანები თავს დაუცველად გრძნობენ, – ამის შესახებ „აიპრესთან“ საუბრისას „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო გოგუაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, შს მინისტრმა არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, თუმცა ფიქრობს რომ გიორგი მღებრიშვილი პასუხისმგებლობას არ აიღებს.  

„საქართველოში ძალიან რთული კრიმინოგენური ვითარებაა. თბილისში ასეთი გარჩევები დიდი ხანია არ მინახავს. ადამიანები თავს დაუცველად გრძნობენ. თუნდაც დემურს სტურუას საშინელი შემთხვევამ და ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების არაადეკვატურმა რეაგირებამ დაუსჯელობის განცდა გააჩინა. მოხდა დამნაშავისთვის ხელის დაფარება, რომლის ვინაობაც იდენტიფიცირებული იყო. მეორე მხრივ დემურ სტურუას დედას და ძმას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ამით საზოგადოებაში აბსოლუტურად დაუცველობის განცდა გაჩნდა. 

შსს-ს პირევლ პირს არ ჰყოფნის პასუხისმგებლობა, რომ მის სისტემაში მოქმედ პოლიციელის დანაშაულზე დაკრიმინოგენიურ სიტუაციაზე აიღოს პასუხისმგებლობა. აუციელებელია გამოვიდეს და თავის ხალხს დაელაპარაკოს“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ. 

მისი შეფასებით, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს გიორგი მღებრიშვილმა და თანამდებობა დატოვოს. 

„შს მინისტრმა ამ გაუგონარ ვითარებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გადადგეს. მაგრამ ეს ხელისუფლება პასუხისმგებლობის აღებაში შემჩნეული არ არის, ამიტომ დიდი იმედი არ მაქვს რომ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ახლა მაინც გამოჩენენ. ამიტომ მე ხალხის იმედი მაქვს და მგონია რომ არჩევნების შემდეგ უპასუხისმგებლო ხელისუფლებას გაუშვებს სახლში“, – განუცხადა ნინო გოგუაძემ „აიპრესს“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად