ნინო გოგუაძე: არ ვართ ზედმეტად ამბიციურები და არ ვამბობთ, რომ ჩვენ ვქმნით მესამე ძალას (ინტერვიუ)

გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ითხოვს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსა და მის ჩატარებას პროპორციული სისტემით. ამ მოთხოვნით, კვირას 2 დეკემბერს საპროტესტო აქციას რუსთაველზე გეგმავენ.

გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ითხოვს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსა და მის ჩატარებას პროპორციული სისტემით. ამ მოთხოვნით, კვირას 2 დეკემბერს საპროტესტო აქციას რუსთაველზე გეგმავენ.

შეუერთდება თუ არა აქციას პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ და რა პოზიცია აქვთ გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებზე? – ამ საკითხებზე „აიპრესთან“ ინტერვიუში პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე საუბრობს. გოგუაძე მესამე პოლიტიკურ ძალაზე მუშაობაზეც აკეთებს შეფასებას:

როგორ აფასებთ არჩევნებს?

ამ არჩევნებს ჩვენც ვაფასებთ, როგორც ძალიან მძიმე არჩევნებად. ეს იყო უკან გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიული არჩევნების და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე. ასეთი უარყოფითი პირველადი შეფასებები საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ მე ჯერ არ მახსოვს. აქ იყო შეტანილი აბსოლუტურად ყველა დარღვევა, როგორიცაა ის, რომ წაშლილი იყო ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის. იყო ძალიან არათანაბარი საარჩევნო გარემო. იყო ძალადობრივი გარემო და მოსყიდვა. კრედიტების ჩამოწერა უპრეცენდენტო მოსყიდვად შეფასდა.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ დაანონსა აქცია, არ აპირებს საპრეზიდენტო არჩევნების აღიარებას და კვირას იკრიბება. ხომ არ აპირებთ სოლიდარობა გამოუცხადოთ და შეუერთდეთ ან ერთობლივ ბრძოლაში მიიღოთ მონაწილეობა, რასაც სრულად ოპოზიცია აყენებს, რომ პროპორციული სისტემით ჩატარდეს მომდევნო საპარლამენტო არჩევნები?

დიახ, ეს არჩევნები ვერ ჩაითვლება სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებულ არჩევნებად, მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენ – „თავისუფალი დემოკრატები“ არ ვაპირებთ ირეალურ სამყაროში ცხოვრებას თითქოს სალომე ზურაბიშვილი არ არის საქართველოს პრეზიდენტი და ჩვენ გვყავს ჩვენი პრეზიდენტი. როგორც ვხვდები ყველას თავისი პრეზიდენტი ჰყავს უკვე საქართველოში. ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილი გახდა საქართველოს პრეზიდენტი, რომელთან თანამშრომლობაც ექნებათ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს და მათ უმაღლეს პირებს. რასაკვირველია, არასერიოზულად მიგვაჩნია გამოვაცხადოთ, რომ ზურაბიშვილი ჩვენი პრეზიდენტი არ არის.

თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მას არჩევნები არ მოუგია თავისუფალ გარემოში და თავისუფალი ბრძოლით. ხელისუფლებამ ამდენი ამომრჩევლის მიყვანა უპრეცენდენტო მობილიზების შედეგად მოახერხა და ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ისევ გადათამაშდა დაპირისპირებაზე და სიძულვილზე აგებული პოლიტიკა. „ქართულმა ოცნებამ“ თავისი პოლიტიკით სიძულვილი დათესა და ჩვენი ქვეყანა ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყანაა. ეს არის ძალიან სახიფათო ტენდენცია. ამას ყველა ადამიანი უნდა ვებრძოლოთ, რადგან ეს არ არის რეალური მდგომარეობა, როდესაც შენი მეზობელი და მეგობარი პოლიტიკური არჩევანის გამო მტრად მიგაჩნია. ყველაფერი რაციონალურ მსჯელობას მოკლებულია და ყველაფერი იმაზე დადის მე ეს მძულს თუ მე ის მძულს.

ანუ ამის მიუხედავად აქციას არ შეუერთდებით?

არა, ამის მიუხედავად ჩვენ საერთოდ არ ვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. უცნაურად მეჩვენება ასეთი პოსტუალტის გამოცხადება იმ მოტივით, რომ რადგან ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის განწყობები შეცვლილია და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკვე 40 % მიიღო, ამიტომ უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. საპარლამენტო არჩევნები კონსტიტუციის მიხედვით ტარდება 4 წელში ერთხელ თუ პოლიტიკური კრიზისი არ არის. დღეს ჯერ-ჯერობით ეს ვითარება არ არის. იმიტომაც არის ეს დროში გაწერილად და ყველა არჩევნები ერთ წელს არ არის, რომ ცვლილებები და განწყობები არჩევნებში გამოიხატოს.

გვეუბნებიან, რომ თუ შეიცვალა საპარლამენტო არჩევნებიდან საპრეზიდენტო არჩევნებამდე საზოგადოების დამოკიდებულება, ეს ნიშნავს, რომ უნდა დავნიშნოთ ახალი საპარლამენტო არჩევნები. ეს არ არის დემოკრატიული დისკურსი. რიგითობა იმიტომაც არის, რომ აისახოს მოსახლეობის განწყობები სხვადასხვა დონეზე. მათ შორის ასახავს ხელისუფლების გადანაწილების პრინციპს. ასე, რომ დღეს თუ არ შეიქმნა პოლიტიკური კრიზისი, როდესაც ხელისუფლება ვერ იღებს გადაწყვეტილებას, ასეთ დროს ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია.

რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, ეს მოთხოვნა ერთმნიშვნელოვანია და ამას ჩვენ ახლა კი არ ვითხოვთ, არჩევნების შემდეგ, არამედ არჩევნებამდეც არაერთხელ მოვითხოვეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლება არ წავიდეს ხელისუფლების შენარჩუნების ისეთ მეთოდზე, რომელიც მან დაიკანონა კონსტიტუციით. მხედველობაში მაქვს ის, რომ პროპორციული სისტემის მიღება 2024 წლამდე გადადო. ეს არი ძალიან ცუდი რამე. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ვერ გაიგო თუ რა დათესა დღევანდელ სიტუაციაში. ასე, რომ დიახ, ჩვენ ვითხოვთ პროპორციულ არჩევნებს.

რაც შეეხება აქციების შეერთებას, ამას ჩვენ არ ვაპირებთ. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი. ისიც კი ვერ გავიგე ეს ერთჯერადი აქციაა თუ პერმანენტული. ეს მათი გამოხატვის ფორმაა. რა თქმა უნდა კონსტიტუციის ფარგლებში მათ აქვთ ამის უფლება. მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახლა ამ ფორმას ჩვენ არ მივმართავთ.

მგონია, რომ როდესაც ასეთი უპასუხისმგებლო ხელისუფლებაა ოპოზიცია მაინც უნდა იყოს პასუხისმგებლიანი, რადგან ნებისმიერი დესტაბილიზაციის მცდელობა, ნებისმიერი არეულობის მცდელობა, ეს არის საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.

ფიქრობთ, რომ შესაძლოა დესტაბილიზაციის მცდელობა იყოს?

არა, მე ამას არ ვფიქრობ. არც მინდა, რომ წარმოვიდგინო, მაგრამ როდესაც არის რადიკალიზაცია და ასეთი მძიმედ პოლარიზებულია გარემო, არაფერი გამორიცხული არ არის. ამიტომ ვთხოვ და სიფრთხილისკენ მოვუწოდებ იმ ადამიანებს, რომლებმაც გადაწყვიტეს აქციის თუ აქციების ჩატარება.

როდესაც დასრულდა არჩევნები და დამთავრდა ერთი პოლიტიკური ფურცელი, ხომ არ გეგმავთ, რომ დაიწყოთ მუშაობა მესამე ძალის შექმნაზე, რისი მოთხოვნაც საზოგადოებაში არის?

მე ადრეც ვთქვი თქვენთან ინტერვიუში, რომ ვდგავარ იმ ადგილას, რომელიც ყველაზე უმადურია ქართულ პოლიტიკაში. არა პოლარიზებული პოლუსების ირგვლივ, არამედ სხვაგან, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დავასრულოთ ასეთი დაპირისპირებები და ასეთი ზიზღი საზოგადოებაში. ამიტომაც, დიახ უნდა გადავდგათ რაც შეიძლება მკაფიო და მკვეთრი ნაბიჯები.

მეორე, ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა იმ პროდასავლურ ძალასთან, რომელიც არ იქნება აბსოლუტური თავის ორბიტაზე და რომელიც იქნება სამართლებრივ-დემოკრატიული ხელისუფლების დანაწილების აქსიომურ პრინციპებზე აგებული. არ არსებობს ხელისუფლება ამის გარეშე. ყველა ამ ძალასთან ვითანამშრომლებთ და ამ ვითარებაში გამოჩნდება ვისთან გამოგვივა ეს თანამშრომლობა და ვისთან – არა. ჩვენ არ გამოვირჩევით ზედმეტი ამბიციურობით. ისედაც ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოაცხადა, რომ ის ქმნის მესამე ძალას. ჩვენ ამ ადგილზე ვართ და ყველა, ვინც ჩვენს პრინციპებს გაიზიარებს, ყველასთან ვითანამშრომლებთ იქნება ეს წარსულში „ოცნების“ წარმომადგენელი თუ წარსულში „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი. მთავარია, არ იყოს აბსოლუტური ძალაუფლების ორბიტაზე.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები

მეგი გოცირიძე: ივანიშვილი მესამე პრეზიდენტს რინგზე ეკვეთა და მოგვპარა არჩევნები

"დაბრუნდით ბატონო პრეზიდენტო და ერთად დავიბრუნოთ საქართველო", - ასე პასუხობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი მეგი…

პატრიარქი: ვფიქრობ, ჩვენი ხალხი ღირსეულად შეხვდება პრეზიდენტის ინაუგურაციას

ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ლიტურგიის…

სომხეთში დღეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ტარდება

РИА Новости-ს ინფორმაციით, ამ არჩევნებით დასრულდება სახელისუფლებო ტრანზიტი, რომელიც სომხეთში ხავერდოვანი რევოლუციის…

პრეზიდენტი მოუწოდებს ხელისუფლებას არ გაუუქმოს მომავალ პრეზიდენტს სარეზერვო ფონდი

გიორგი მარგველაშვილი სასახლეში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას დაესწრო და ფონდის…

თინა ბოკუჩავა: ამომრჩევლის ნების კონტროლის პრევენცია სუს-ის გაუქმებით უნდა მოხდეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ ამომრჩევლის ნების კონტროლი მიმდინარეობს.

ბოკუჩავა: შედეგებს არ ვცნობთ, რადგან დემოკრატიული არჩევნების არცერთი პრინციპი არ იყო…

ამ შედეგებს არ ვცნობთ, რადგან დემოკრატიული არჩევნების არცერთი პრინციპი არ იყო დაცული, - ამის შესახებ "ნაციონალური…

სომხეთის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის დაპატიმრების…

სომხეთის სააპელაციო სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის დაპატიმრების ბრძანება გასცა. ამის…

გუბერნატორს, რომელმაც კრემლის კანდიდატს არჩევნები მოუგო, პუტინი გამარჯვებას არ…

რამდენიმე კვირაა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გუბერნატორს, რომელმაც კრემლის კანდიდატს არჩევნები მოუგო,…

მაიკლ ბლუმბერგი: აშშ-ს არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, შესაძლოა სააგენტო გავყიდო

ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა და მედიამაგნატმა მაიკლ ბლუმბერგმა განაცხადა, რომ შესაძლოა აშშ-ს პრეზიდენტობისთვის…

სალომე ზურაბიშვილი: მე ყველას პრეზიდენტი ვარ, არავისზე არ ვარ გაბუტული

ამის შესახებ ახალარჩეულმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
კომენტარები
იტვირთება...