ნინო გოგუაძე: აქ ვიდგები “ნაცმოძრაობის” ოფისში და ფიზიკურად გადამიაროს პოლიციამ

„დღეს ასეთი დრო არის. ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკური საქმეა. სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც მას შესთავაზებს ის ადამიანი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ამ ქვეყანაში. არ ვიცით, რა მოხდება. შეიძლება, ყველაფერი მოხდეს, მათ შორის – ნიკა მელიას დაპატიმრებაც.” – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, ნინო გოგუაძემ განაცხადა.

“ჩვენ არ ვაპირებთ, ამ უკანონო სამართალს შევეგუოთ, ამ არაფორმალურ მმართველობას, ავტორიტარულ სახელმწიფოს შევეგუოთ. დიახ, ვიქნებით აქ. ფიზიკურად გადაგვიარონ და „ქართული იცნების“ ის 88 დეპუტატი, რომელმაც გუშინ მწვანე შუქი აუნთო და საერთოდ, საქართველოს პარლამენტმა ორჯერ დაიჭირა ნიკა მელია, უპასუხისმგებლობას უნდა გრძნობდნენ იმაზე, რაც აქ მოხდება. მათ შორის, საკუთარი მოქალაქეების მიმართ. აი, აქ ვიდგები და ფიზიკურად გადამიაროს პოლიციამ“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ნიკა მელიას მხარდასაჭერად არიან მისული, სადაც შეშა და კასრები მიიტანეს. ასევე მისული იყო შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, თუმცა მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

უკვე ორ საათზე მეტია თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა საქართველოს გენერალური პროკურორატურის შუამდგომლობას განიხილავს.

გუშინ, 88 მომხრე 2 წინააღმდეგი მე-10 მოწვევის პარლამენტში, “ქართული ოცნების” დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის შუამდგომლობას და პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ამავე მოწვევის პარლამენტის დეპუტატს, ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილება შეუჩერეს დასასამართლოს მიერ შეფარდებული გირაოს პატიმრობით შეცვლაზე თანხმობა მისცეს.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დავით ზილფიმიანმა და  ფრიდონ ინჯიამ, საკომიტეტო მოსმენაზე მხარი არ დაუჭირეს შოთაძის შუამდგომლობას. ხოლო სასესიო დარბაზშივე ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა მხარი არ დაუჭირეს გენერალური პროკურორის შუამდგომლობას, რომელიც პარლამენტს საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ამირან გულუაშვილმა წარუდგინა.

გუშინვე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელისთვის გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.

ცნობისთვის, პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გამკაცრდა და გირაოს ოდენობა გაიზარდა 40 000 ლარით.
სასამართლომ 40 000 ლარის გადახდის ვადად 50 დღე განსაზღვრა.

2021 წლის 5 თებერვალს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს

2021 წლის 12 თებერვალს პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგმლობით პარლამენტს მიმართა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...