ნინო გოგუაძე: 2-3 თვეში ივანიშვილი გახარიას მოხსნის და განტევების ვაცად გამოიყვანს

როდესაც კოალიცია დაიშალა, იქ უბრალოდ მიდიოდა ერთმანეთთან დაპირისპირება იმაზე თუ ვინ უფრო ახლოს იქნებოდა ბიძინა ივანიშვილთან, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა და ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა პარტნიორმა ნინო გოგუაძემ “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს დღეს საღამოს შევთავაზებთ.

მისი თქმით, „ოცნების“ თითოეულ წევრს ეგონა, რომ ივანიშვილი უმაგრებდა ზურგს და ერთმანეთთან დაპირისპირება მიდიოდა, ოღონდ არა ივანიშვილის მოსაზრებების საწინააღმდეგოდ, არამედ ივანიშვილის მზის ქვეშ, ადგილის დასამკვიდრებლად.

“თვისობრივად მაინც სხვა იყო, როდესაც კოალიცია იყო. შემდეგ უკვე არანაირი დისკუსია არ იყო, როდესაც კოალიცია დაიშალა და პარტია „ქართულ ოცნებაზე“ გადავიდა. იქ უბრალოდ მიდიოდა ერთმანეთთან დაპირისპირება იმაზე თუ ვინ უფრო ახლოს იქნებოდა ბიძინა ივანიშვილთან. „ოცნების“ თითოეულ წევრს ეგონა, რომ ივანიშვილი უმაგრებდა ზურგს და ერთმანეთთან დაპირისპირება მიდიოდა, ოღონდ არა ივანიშვილის მოსაზრებების საწინააღმდეგოდ, არამედ ივანიშვილის მზის ქვეშ, ადგილის დასამკვიდრებლად. დარწმუნებული ვარ, რომ იგივე პროცესი წავა „ქართულ ოცნებაში“ და კიდევ უფრო მძაფრად.

რაც შეეხება ევროპული ტიპის სახელმწიფოს, ჩვენ გადავედით საპარალამენტო რესპუბლიკაზე, რომელიც მუშაობს ნამდვილად მუშაობს ევროპულ დემოკრატიაში, მაგრამ იქ სადაც არჩევნები მართლა არჩევნებია და დემოკრატიული პროცესი მიმდინარეობს და ძირითადად კოალიციები მართავენ სახელმწიფოს. იქ, სადაც ასეთი ტიპის სახელმწიფოა და სადაც არაფორმალური მმართველობა გვაქვს, იქ საპარლამენტო მოდელზე ხელსაყრელი მოდელი არ არსებობს, რადგან არცერთი პირი აღარ არის ხალხისგან პირდაპირ არჩეული. ასევე ნიშანდობლივია ის, რომ ჩვენ შემთხვევაში პარტიის თავმჯდომარე არ ხდება პრემიერი, ანუ პრემიერ-მინისტრსაც კი არ აქვს ლეგიტიმაცია. როგორც ხსნის ივანიშვილი პრემიერებს, ვიცით. რა თქმა უნდა, 2-3 თვეში გახარიას ჯერი დადგება, რომელსაც განტევების ვაცად გამოიყვანს”, – გვითხრა ნინო გოგუაძემ.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...