ნინო გიორგობიანი: “არანაირი დამატებითი ძალები არაა მობილიზებული გორში!”

სოციალური ქსელითა და ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს გორში სამართალდამცავების დამატებითი ძალებია მობილიზებული, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი სოციალური ქსელით ეხმაურება.

"არანაირი დამატებითი ძალები არაა მობილიზებული გორში! კონკრეტული ნარკოდანაშაულის გამოვლენაზე მუშაობენ სამართალდამცველები და ახლა მთელ ინფორმაციას ვერ დავწერ, ალბათ გასაგებია რომ დეტალები შეიძლება სავარაუდო დამნაშავემაც წაიკითხოს." _ აღნიშნავს ნინო გიორგობიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად