ნინო დარასელი: დაზარალებულთათვის ბოდიშის მოხდის გარდა არაფრის თქმა შემიძლია

"მე დაზარალებულებისთვის ბოდიშის მოხდის გარდა არაფრის თქმა არ შემიძლია. ნამდვილად ცუდ მგდომარეობაში ჩავარდნენ. რატომ უნდა დავაზარალოთ ეს ხალხი კიდევ უფრო მეტად, როდესაც შეიძლება ამის მოგვარება?", – განაცხადა რუსუდან კერვალიშვილის შვილმა ნინო დარასელმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში "ცენტრ პოინტის" საქმესთან დაკავშირებით.

დარასელი განმარტავს, რომ არსებობს კომპანიის ქონება, რომელიც დაყადაღებულია და ყადაღის მოხსნით. დაზარალებულების პრობლემაც მოგვარდება. 

"ეს ქონება დაყადაღებული ხომ არსებობს? სხვათაშორის კიდევ სამწუხარო რამ მოხდა, რაც აშენებული იყო ამ 4 წლის განმავლობაში ამორტიზდა, გაიძარცვა, ბევრად უფრო დავზარალდით ყველა.

ის ტაშიც რაც გუშინ იყო დაზარალებულების მხრიდან სასამართლო დარბაზში, იქ 50-მდე დაზარალებული უკრავდა ტაშს. დარწმუნებული ვარ დანარჩენ დაზარალებულებს სულაც არ უნდათ 3 ადამიანის ციხეში გამოკეტვა. ერთი ადამიანის ძალიან მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობით საავადმყოფოში ყოფნა. ნამდვიალდ არ უნდათ და თავინათ სახლებში შესვლა ურჩევნიათ", – განაცხადა ნინო დარასელმა "იმედის" ეთერში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...