ნინო ბურჯანაძე:”ღამის მგლები” ბერლინსა და ვარშავაში შეუშვეს,ჩვენთან რატომ არ უნდა ჩამოვიდნენ?!

„საქართველო რა განსაკუთრებული ქვეყანაა, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც არავის არ გაუკეთებია“, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „აიპრესთან“ საუბრისას 9 მაისს „ღამის მგლების“ საქართველოში შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

„რატომ არ უნდა ჩამოვიდნენ? მოდიან მეგობრული ჟესტით, რათა საქართველოს დაღუპულ გმირებსაც მიაგონ პატივი. იმ 300 000 ქართველს, რომლებიც დაიღუპნენ მეორე მსოფლიო ომის დროს და საბჭოთა კავშირისთვის, სამამულო ომის დროს იბრძოდნენ. რატომ არ უნდა ჩამოვიდნენ? იარაღით მოდიან თუ შეურაცხყოფით?! მოდიან მეგობრულად, რომელთაც უნდათ რომ რუსულ-ქართული ურთიერთობები ნორმალურ კალაპოტში გადავიდეს“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.

„აიპრესი“: საზოგადოებაში უკმაყოფილებას ის სიმბილიკები იწვევს, რომელიც მათ აქვთ…

ნინო ბურჯანაძე: „გეორგიევსკის ლენტი“? ეს სიმბოლიკა საქართველოსთვის რატომ არის მიუღებელი? თუ ჩვენ არ გვინდა ნუ გამოვიყენებთ. იმ ადამიანებისთვის ომის სიმბოლოა. თუ 8 აგვისტოს რუს ჯარისკაცებს წმინდა გიორგის ლენტი ეკეთათ. არ ეკეთათ! ამიტომ დავანებოთ თავი ამ ვაი და ვუი პატრიოტიზმს და რეალურად გამოვიხედოთ თვალებში. რეალური გადაწყვეტილებები მივიღეთ. ვარშავაში შეუშვეს, ევროპის სხვა ქალაქებშიც შეუშვეს, ბერლინში შეუშვეს შარშან და იქ დადიოდნენ წმინდა გიორგის ლენტით. საქართველო რა განსაკუთრებული ქვეყანაა, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც არავის არ გაუკეთებია. სირცხვილია უბრალოდ“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად