ნინო ბურჯანაძე: ვიდრე „ოცნებას“ ივანიშვილისთვის ფარის ფუნქცია ექნება, არაფერში არ ჩაერევა

“ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ივანიშვილმა მოსახლეობასთან აიშენა ფარი და ეს ფარი „ოცნებაა“. ამის შესახებ მან “აიპრესთან” ინტერვიუში ისაუბრა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

“მე დავინახე ის, რომ ადამიანმა ძალიან კარგად დაინახა ის პრობლემები, რაც საქართველოს წინაშე დგას. მან დაინახა, რომ ძალიან გაუჭირდებოდა საქართველოს მოსახლეობისათვის კითხვებზე პასუხების გაცემა და წლის ბოლომდე მას უსერიოზულესი პრობლემები დაუდგებოდა. ამიტომ მან გადაწყვიტა, რომ დაეტოვებინა საჯარო პოლიტიკა. მან ფაქტობრივად აიშენა ფარი საქართველოს მოსახლეობას და მასსა და მის ოჯახს შორის. ეს ფარი არის „ქართული ოცნება“ და ამოეფარა მას.

ასე, რომ მისი და მისი ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე ნამდვილად სწორად მოიქცა, მაგრამ როგორც ყოველთვის გადააგდო მოსახლეობა და ის ხალხი, რომელთაც 31 ოქტომბერს ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“ სწორედ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გამო”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად