ნინო ბურჯანაძე: ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი ძალიან მოკლე დროში მოგვარდება

ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “მთავარ არხთან” განაცხადა.

“მე თხოვნით მივმართე ვისაც კი შევხვდი, რომ რუსეთს მაქსიმალური ძალისხმევა გამოეჩინა და დადებითად ჩარეულიყო იმ პროცესში, რომ ხელი შეეწყოს ვაჟა გაფრინდაშვილის უსწრაფეს გათავისუფლებას და შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან იმედიანად გამოვედი ამ შეხვედრებიდან. ერთმნიშვნელოვნად დარწმუნებული იმაში, რომ ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი ძალიან მოკლე დროში მოგვარდება”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად