ნინო ბურჯანაძე: თუ “ოცნებამ” იგივე გამიკეთა რაც 2016 წელს, საარჩევნო ყუთს თავზე დავალეწავ

„ოთხშაბათ ეკა ბესელიამ ინიცირება გააკეთა და ყველა ოპოზიციამ დადებითი კომენტარები გავაკეთეთ.
დღეს ბიუროზე ხდება ინიცირება და ვითხოვთ დაჩქარებული წესით განხილვას. მივმართავ ბიუროს, ბატონ არჩილ თალაკვაძეს დაუჭირონ მხარი ქალბატონი ეკას მოთხოვნას, რომ დაჩქარებული წესით იქნეს განხილული ეს კანონპროექტი, იმიტომ რომ მოესწროს არჩევნებამდე“ – ამის შესახებ პარტია „ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

„თუ „ქართული ოცნება“ ამას ჩააგდებს და უარს იტყვის, ეს კიდევ ერთი დასტური იქნება იმისა, რომ მას სამართლიანი არჩევნების ეშინია.
რას ვითხოვთ ოპოზიცია? იმას რომ გაყალბების შესაძლებლობა არ მიცვეთ ხელისუფლებას.
ის რაც გააკეთა ქართულმა ოცნებამ 2016 წელს, როდესაც მე 700 საჩივრიდან არცერთი არ დამიკმაყოფილა და არცერთი უბანი არ გახსნა, ეს უნდა გამოირიცხოს. იმიტომ რომ…
რა თქმა უნდა ჩვენ მაინც მივაღწევთ უბნების გახსნას. მე არ მსიამოვნებს ამას რომ ვამბობ, მაგრამ, ვთქვი რომ – თუ იგივეს გამოიკეთებს „ქართული ოცნება“, რაც 2016 წელს გამიკეთა , დავალეწავ იმ ყუთს თავზე მეთქი. ოღონდ, ამას ნამდვილად გავაკეთებ“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა, NEWSROOM-თან.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია  დაჩქარებული წესით ითხოვს კანონპროექტის განხილვას, რომელიც გულისხმობს ბიულეტენების გადათვლის მექანიზმის შექმნას

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად