ნინო ბურჯანაძე: თავი მოიკლეს, რომ არ ვყოფილიყავი იმ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რადგან დიდი გამოცდილება მაქვს

არასწორი შედეგი დაიდო, შესაძლებელი იყო, გაცილებით უკეთესი შედეგი დადებულიყო, ამ პარტიებს რომ არ დაეწყოთ ყოყმანი, რყევა და არ დაეყენებინათ პარტიული ინტერესი საერთო ინტერესებზე მაღლა,- განაცხადა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ამოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიეღო.

„მე არ ვამბობ, რომ ყველა, ვინც ამ მოლაპარაკებების პროცესში ხელი მოაწერა, გაიყიდა ან მარტო პირადი ინტერესით სარგებლობდა, თუმცა ასეთებიც იყვნენ და ზოგიერთებს ძალიან მალე ვიხილავთ ჩვენ ევროპულ სტრუქტურებში გადაბარგებულს პარლამენტის სავარძლიდან. საკუთარი თანამდებობების და სამსახურების ძებნისთვის დაკავებული ადამიანებიც იყვნენ მათ შორის, ვინც მოლაპარაკებაში მონაწილეობდნენ, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც მართლა ფიქრობენ, რომ სხვა გამოსავალი არ იყო, გამოცდილების ნაკლებობის გამო. სხვათაშორის, ამიტომ იყო, თავი მოიკლეს, რომ მე არ ვყოფილიყავი იმ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რადგან ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს მოლაპარაკებების“, – აღნიშნა ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...