ნინო ბურჯანაძე Survation-ის კვლევაზე: ზუსტად ვიცი, რომელ კაბინეტში დაიწერა ეს კვლევები

“ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს კომპანია Survation-ის კვლევების ავთენტურობაში ეჭვი ეპარება. 

“მე ზუსტად ვიცი, რომელ კაბინეტში დაიწერა ეს კვლევები. ორი კვირის წინ ვიცოდი, ამ კვლევებში რა ციფრები დაიწერებოდა. ვიცოდი, ივანიშვილის ოფისიდან ვიცოდი, რომ ეს არის ივანიშვილის განზრახულობები. ის, რა უნდა ივანიშვილს რომ დაიდოს, მაგრამ იცით რა არის – თუ ეს ციფრები დაიდება, მით უარესი ივანიშვილისთვის. ცოტა ისე მაინც შეეცადოს მანიპულირებას, რომ ნაკლებად არგუმენტირებული ჩანდეს პროტესტი, რომელიც იქნება. ამას თუ დადებს ივანიშვილი, მიიღებს უმძიმეს შედეგს,”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation “რუსთავი 2-ის” დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა. კვლევა 26 აგვისტოდან 2 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა და 1205 გამოკითხულს მოიცავს.Survation-ის კვლევა: “ოცნება” – 55.7%, “ნაცმოძრაობა” – 16.2%, “სტრატეგია აღმაშენებელი” – 6%

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად