ნინო ბურჯანაძე: სააკაშვილი ვერ ჩამოვა და რომ ჩამოვიდეს რას იზამს, პრეზიდენტი გახდება თუ პრემიერი?!

ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “ტვ პირველის” გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” განაცხადა.

“მუდმივი ძახილი, მგელი მოდის, მგელი მოდის, უბრალოდ არაეფექტურია. მით უმეტეს სრულიად ნათელია, რომ არსად ჩამომსვლელი სააკაშვილი არ არის. ვერ ჩამოვა და რომ ჩამოვიდეს რა?! რას იზამს – პრეზიდენტი გახდება, პრემიერ-მინისტრი, ქვეყანას კვლავ ხელში აიყვანს თუ რა? ეს არის აბსოლუტური შიშის დანერგვა მოსახლეობაში.

მე უფრო მეტსაც გეტყვით, შეიძლება სააკაშვილზე არანაკლებ საშიში შეიძლება იყოს ის გაერთიანება, რომელიც სააკაშვილის იდეალების გამტარებელი და განმახორციელებელი იქნება. არა მარტო სააკაშვილია ამ თვალსაზრისით სახიფათო. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება უნდა გამოფხიზლდეს”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...