ნინო ბურჯანაძე: სააკაშვილი ტოქსიკურია პირველ რიგში საკუთარი პარტიისთვის

“სააკაშვილი ტოქსიკურია პირველ რიგში საკუთარი პარტიისთვის. მისმა პარტიამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე წააგო მიხეილ სააკაშვილის აქტიურობის გამო.”,-ამის შესახებ, “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა. ნინო ბურჯანაძემ TV პირველის ეთერში საუბრისას განაცხადა.

“საქართვეოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ტოქსიკურია პირველ რიგში საკუთარი პარტიისთვის. მისმა პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნებზე წააგო მიხეილ სააკაშვილის აქტიურობის გამო. იმიტომ რომ პირველი ტური, საპრეზიდენტო არჩევნების, ეს იყო რეფერენდუმი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მაგრამ მეორე ტური გადაიქცა რეფერენადუმად მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.

მიხეილ სააკაშვილი ვერ მიხვდა იმას რომ უნდა გაჩუმდეს. ის უნდა მოერიდოს, გაერიდოს. პირადად არის ის ძალიან მიღებელი უმრავლესობისთვის. ნიკა მელიას და თინა ბოკუჩავას მე რა მოვთხოვო? რა პასუხი უნდა მოვთხოვო “ნაციონალური მოძროაბის” მიერ ჩადენილ დანაშაულზე?! 2007 წელს ნიკა მელია პარლამენტის ქვემოდან ყვიროდა მე რომ პარლამენტში ვიჯექი და სააკაშვილი ხელისუფლებაში იყო, ბუკუჩავა კი მგონი, საერთოდ სკოლაში დადიოდა. მე როცა ვლაპრაკაობ “ნაცინალური მოძროაბის” პასუხისმგებლობაზე, ამაზე პასუხი უნდა აგონ ლიდერებმა, პასუხი უნდა აგოს მიხეილ სააკაშვილმა”,-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...