ნინო ბურჯანაძე: “რუსთავი 2”-მა ამაზრზენი შეცდომა დაუშვა… ხელისუფლების ინტერესი გასაგებია

ამის შესახებ “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

“რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა მედიაპლურალიზმი, ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები. მე ძალიან კარგად ვიცი, რომ არც მაშინ იყო ბატონი ხალვაში “რუსთავი 2”-ის სარედაქციო პოლიტიკაში ჩამრევი და წამყვანი, როდესაც მას ეკუთვნოდა “რუსთავი 2” ფორმალურადაც და არაფორმალურადაც. არც დღეს არავინ შეეკითხება მას და ის არ ჩაერევა რა თქმა უნდა. სრულიად გასაგებია, რაც არ უნდა იძახოს ხელისუფლებამ, რომ მე არ ვერევი და არაფერ შუაში არ ვარ ხალვაშთან და ა. შ. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს ასე არ არის. ხელისუფლების პირდაპირი ინტერესია და სრულიად გასაგებია, განსაკუთრებით ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, როდესაც “რუსთავი 2″-მა ამაზრზენი და სულელური შეცდომები დაუშვა, ფატალური თავისთვისაც და ძალიან ცუდი ქვეყნისთვისაც, რომ გულშემატკივარიც კი აღარ დაიტოვა”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...