ნინო ბურჯანაძე: რითი სჯობს “ქართული ოცნება” “ნაციონალურ მოძრაობას”?!

ამის შესახებ, პარტია “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “ტვპირველთან” განაცხადა.

“რითი სჯობს “ქართული ოცნება” “ნაციონალურ მოძრაობას”? მე არ ვამბობ, რომ ნაციონალური მოძრაობ კარგია და კარგი იყო ხელისუფლებაში ყოფნის დროს. იცით ჩემი პოზიცია და არაფერი შემცვლია ამ პოზიციაში. მაგრამ, “ქართული ოცნება” ბევრად სჯობს “ნაციონალურ მოძრაობას”?! 7 წელია” ქართული ოცნება” ხელისუფლებაშია, რამდენი კომპეტენტური ადამიანი დაასაქმა “ქართულმა ოცნებამ”, ვინც ოპოზიციაში იყო?

მაგალითად, ჩემს პარტიაში ვინც იყო ადამიანები და დასაქმება შესთავაზა ქართულმა ოცნებამ, ყველას პირობა დაუყენა, ჯერ პარტია დატოვე და მერე წამოდიო. ეს არის დემოკრატია?” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად