ნინო ბურჯანაძე: რატომ არ უნდა ხელისუფლებას ჩემთან შეხვედრა? იმიტომ რომ ბრიყვები არიან 

ამის შესახებ “დემოკრატიული საქართველოს” ლიდერმa ნინო ბურჯანაძემ “ტვპირველთან” განაცხადა.

“ჩავდივარ ადამიანი, ველპარაკებ რუსეთს, ვეუბნები რომ ჩვენი წითელი ხაზია ტერიტორიული მთლიანობა. რა თქმა უნდა, იმ საზღვრებში რაშიც შედის აფხაზეთი და სამაჩაბლო და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დემოკრატიულობა. ვეუბნები, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტია მოხდეს საქართველოს უბლოკო სტატუსის ქვეყნად გამოცხადება, ანუ არც რუსის ჯარი იყოს, არც ამერიკის და არც ნატოს ჯარი. ვეუბნები, რომ ჩემთვის მთავარია მოგვარდეს აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემა.

მე ვხედავ 4 გასაღებს, ერთი არის თბილისში, ერთი არის სოხუმში, ერთი ცხინვალში, ერთი კრემლში და ეს ოთხივე გასაღები ერთდროულად უნდა მოვარგოთ კარებს რომელიც უნდა გავაღოთ.

ამ პრობლემის მოგვარების გასაღები დასავლეთში არ არის. რომ ყოფილიყო დასავლეთში გასაღები, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დასავლელი კოლეგები ამ გასაღებს გამოიყენებდნენ” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ვახო სანაიას კითხვაზე, ხელისუფლებას წესით, მიუხედავად იმისა რომ თქვენ  რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება გაქვთ და დაპირისპირებულები ხართ ერთმანეთთან, უნდა აინტერესებდეს მაინც რა ინფორმაცია მიიღეთ რუსეთიდან. კომუნიკაცია რატომ არ არის, ეს დაპირისპირება უშლის ხელს თუ ხელისუფლებას აქვს არაფორმალური კავშირები რუსეთთან და ისედაც იციან რა განწყობებია?

რაზეც ნინო ბურჯანაძემ განაცხადა: “რატომ არ უნდა ხელისუფლებას ჩემთან შეხვედრა? მხოლოდ იმიტომ რომ უბრალოდ ბრიყვები არიან. იმიტომ რომ ნებისმიერი ნორმალური ხელისუფლება გამოიყენებდა იმავე კონტაქტებს რომელიც მე მაქვს”.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად