ნინო ბურჯანაძე: ქვეყანა გადაიქცა ბიძინა ივანიშვილის ბოსტნად, ნაწილი საქართველოში იბალახებს ამ ბოსტანში და მეორე ნაწილი ამას ვერ შეეგუება

დასავლელმა პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, ვიდრე ნიკა მელია ციხეშია და პოლიტიკური დევნა გრძელდება, მანამდე შეთანხება მიღწეული ვერ იქნება, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ   განაცხადა.

“შეთანხმება ყველა სხვა საკითხებთან დაკავშირებით შესაძლებელია მას შემდეგ, რაც პოლიტიკური დევნა დასრულდება, პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებენ და მოვილაპარაკებთ. ახლა გინდა, ჩემი მეგობარი იყოს, გინდა პარტნიორი იყოს და ვინც გინდა ის იყოს, გინდა მტერი იყოს, ვისი ამოცანაც არის ის, რომ ზედმეტი თავის ტკივილი მოიხსნას და საქართველოს პარლამენტში როგორმე შეეტენოს ოპოზიცია, ვისგანაც არ უნდა წამოვიდეს ეს, ნამდვილად ვერ მივიღებთ.

ქვეყანა გადაიქცა ბიძინა ივანიშვილის ბოსტნად, ნაწილი საქართველოში იბალახებს ამ ბოსტანში, ვისაც უნდა და მეორე ნაწილი ამას ვერ შეეგუება. მე ჩემი ქვეყნიდან წასვლას არ ვაპირებ, რადგან თქვენი ქვეყანაც ირის, მაგრამ ჩემი წილიც არის ამ ქვეყანაში, ჩემი წილი ქვეყანაც არის. აქ უნდა მოვკვდე და აქ უნდა ვიცხოვრო. ამიტომ, არ ვაპირებ ივანიშვილის ბოსტნად ვაქციო ჩემი ქვეყანა, გინდა მტერმა მომიწონოს და გინდა მოყვარემ, გინდა მტერმა გამაკრიტიკოს, გინდა მოყვარემ“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...