A1 ბანერი

ნინო ბურჯანაძე: პრეზიდენტი თავად არ არის ჩამოყალიბებული რა უნდა ცხოვრებაში

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტი თავად არ არის ჩამოყალიბებული რა უნდა ცხოვრებაში.

ასე უპასუხა ნინო ბურჯანაძემ „აიპრესის“ კითხვას იმაზე, ხომ არ გაერთიანდება ოპოზიცია გიორგი მარგველაშვილის გარშემო.

ხომ არ არის იმის შანსი, რომ ოპოზიცია მოქმედი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გარშემო გაერთიანდეს?

არა მგონია. ჯერ ერთი თვითონ პრეზიდენტი არ არის ჩამოყალიბებული, რა უნდა ცხოვრებაში. უნდა პრეზიდენტობა, უნდა კენჭისყრა თუ არა. თვითმიზანი რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერა არ შეიძლება იყოს. მიზანი უნდა იყოს, რომ პრეზიდენტი თავისი გამბედაობით, ავტორიტეტით, სიტყვით გახდეს საპირწონე იმ მახინჯი სისტემისა, სადაც ბიძინა ივანიშვილის მილიარდები ყრია.

მარგველაშვილს დღეს ავტორიტეტი არ აქვს?

თქვენ ფიქრობთ, რომ აქვს? პრეზიდენტმა გაიგო დღეს, რომ პრეზიდენტია? ბოლომდე ვერ გაიგო! პრეზიდენტის რამდენიმე განცხადება მომწონებია, მაგრამ მის მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯი მე არ მინახავს, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ მან რაიმე შეცვალა თავისი კონკრეტული ნაბიჯით.

ნინო ბურჯანაძესთან ინტერვიუს სრულ ვერსიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...