ნინო ბურჯანაძე: “ოცნების” ტროლებს არ ახსოვთ, ვინ ამბობდა მერაბიშვილი ნიჭიერი კაციაო?! ივანიშვილის სიტყვები ხომ არაა?!

კოჰაბიტაცია არ უნდა ყოფილიყო “ნაციონალურ მოძრაობასთან” და სააკაშვილთან ფარული გარიგებები არ უნდა ყოფილიყო, – ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

“მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პროგნოზირება და ანალიზის გაკეთება შესაძლებელია ისეთ ვითარებაში, როდესაც რაღაც რაღაც ლოგიკას ექვემდებარება. რა უნდა წაიკითხო ამ განცხადებაში და რას ჰგავს ეს განცხადება?! რა უნდა გააკეთოს ახლა უკრაინულმა მხარემ, გამოვიდეს, ბოდიში მოიხადოს, სააკაშვილი გააგდოს თანამდებობიდან და თქვას, რომ უკაცრავად შევცდითო?! წინასწარ იყო ამაზე მუშაობა საჭირო.

მეტიც, ახლა რომ ჩემსკენ იშვერენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რატომ ზიხართ საერთო მაგიდასთანო, კოჰაბიტაცია არ უნდა ყოფილიყო “ნაციონალურ მოძრაობასთან” და სააკაშვილთან ფარული გარიგებები არ უნდა ყოფილიყო. “ოცნების” ტროლებს გავახსენებ, შემთხვევით ხომ არ ახსოვთ, ვანო მერაბიშვილი ნიჭიერი კაცია და უნდა დავასაქმოთო, ეს ივანიშვილის სიტყვები არ იყო?!” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინიდან კონსულტაციებისთვის გამოწვეულ ელჩთან დღეს პირველი შეხვედრა გაიმართა და გაკეთდა განცხადება, რომ ქართული მხარე დააკვირდება პროცესების შემდგომ განვითარებას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად