ნინო ბურჯანაძე “ოცნებას”: თუ ოპოზიციას აწყობს მელია ციხეში, გამოუშვით თქვე დალოცვილებო

თუ ოპოზიციას აწყობს მელია ციხეში, გამოუშვით თქვე დალოცვილებო, – ასე მიმართავს ხელისუფლებას “ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

“როდესაც ოპოზიციური პარტიის ლიდერს იჭერ, ბუნებრივად ქმნი იმ პარტიაში გარკვეულ, თუნდაც ემოციურ პრობლემას. რთულია თითოეული ამ ადამიანისთვის ლაპარაკი, როდესაც მათი ლიდერი ციხეშია. ამიტომ არასწორია, რასაც “ქართული ოცნება” ამბობს, რომ ოპოიზიციას მელია აწყობს ციხეში. თქვე დალოცვილებო, გამოუშვით მაშინ. “ოცნების” ამოცანა ხომ ის არის, რომ რაც ოპოზიციას არ აწყობს ის გააკეთოს. გამოუშვა და დამთავრდება ყველაფერი”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...