ნინო ბურჯანაძე: “ოცნება” შესუსრულებელ დაპირებებში სიძუნწეს ნამდვილად არ იჩენს

“ოცნება” შესუსრულებელ დაპირებებში სიძუნწეს ნამდვილად არ იჩენს, – ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ტყუილია ის, თითქოს საგარეო ვალი 50%-ით შემცირდება.

“ახლა საგარეო ვალზე გვეუბნებიან, რომ 50%-ით მოიკლებსო და საიდან? ციდან ჩამოვარდება? ეკონომიკა არ მუშაობს, ბიზნესი წესიერად არ მუშაობს, ინვესტიციები არ არის და არც შემოვა ასეთ ვითარებაში. ამ ვალს საიდან ისტუმრებენ? ეს არის აბსოლუტური ტყუილები. ახლოვდება არჩევნები და არჩევნების წინ დაპირებების გაცემა უხვად სჩვევია “ქართულ ოცნებას” და აქ ნამდვილად არ იჩენენ სიძუნწეს.

2012 წელს მოტანილი დაპირებებიდან არცერთი არ შესრულებულა. გარდა იმისა, რაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ის მოკლავდა პოლიტიკას და დაწევდა პოლიტიკურ ტემპერატურას ქვეყანაში. დუღილის ტემპერატურა არ არის სასურველი, მაგრამ მისი ნულამდე დაცემა ისევე ანადგურებს პოლიტიკურ ცხოვრებას და შესაბამისად სახელმწიფოს, როგორც ადამიანისთვის იქნება მომაკვდინებელი 30 გრადუსზე რომ დავიდეს მისი ტემპერატურა”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...