ნინო ბურჯანაძე: ნუ დაგავიწყდებათ, მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, ლამის ტელევიზორს კოცნიდა სააკაშვილის გამოჩენისას

“დღეს, ეს ასე არ არის და მადლობა ღმერთს”-ამის შესახებ, „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა.

“ნუ დაგავიწყდებათ რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ლამის ტელევიზორს კოცნიდა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი გამოჩნდებოდა. დღეს, ეს ასე არ არის და მადლობა ღმერთს.

ივანიშვილს ეს ჰქონდა 2012 წელს, სამწუხაროდ, რაც უკვე საფრთხის მატარებელი იყო ჩემთვის პირადად მინიშნება იყო რომ როდესაც ადამიანს აქვს ქვეყნის ბიუჯეტზე მეტი პირადი თანხა, გარდა ამისა ამბიცია რომ უნდა იყოს ყველაფერი, ჩემთვის ძალიან მანიშნებელი იყო 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი ფრაზა, რომელმაც მე შემაშინა და არ შევიმჩნიე, იმდენად მნიშვნელოვანი იყო მაშინ უსისხლოდ შეცვლილიყო სააკაშვილის ხელისუფლება.

მან თქვა “დღეს მთელ საქართველოს ივანიშვილის გვარზე აქვს სწორება” მგონი, დავით აღმაშენებელიც არ იტყოდა ამას, არც თამარ მეფე”-ამბობს ბურჯანაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად