ნინო ბურჯანაძე: ნორმალური ქვეყანა უკვე დაიწყებდა გამოძიებას, ამით დაინტერესებული თავად “პატრიოტები” უნდა იყვნენ

ნორმალური ქვეყანა უკვე დაიწყებდა გამოძიებას, ამით დაინტერესებული თავად “პატრიოტები” უნდა იყვნენ, – ამის შესახებ “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა გავრცელეულ ინფორმაციაზე, თითქოს “პატრიოტთა ალიანსი” რუსეთიდან ფინანსდება.

“არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში რა განსაკუთრებული მცდელობა სჭირდება რუსეთს, რომ ქართულ არჩევნებში ჩაერიოს. არაერთხელ მაქვს ნათქვამი, რომ 2016 წელს წამართვეს ხმები, მაშინ კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა “პატრიოტთა ალიანსთან” დაკავშირებით, როდესაც 3 დღე ითვლიდნენ ხმებს და როგორც იქნა გადაალახვინეს ბარიერი.

რაც შეეხება გუშინდელ ბრალდებას, მე ვერაფერს გეტყვით. არაფერი ვიცი ამ ბრალდების თაობაზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ თავად “პატრიოტთა ალიანსი” უნდა იყოს დაინტერესებული იმაში, რომ ნათელი მოეფინოს ბრალდებას და რა თქმა უნდა, ნორმალური ქვეყანა უკვე დაიწყებდა გამოძიებას. მარტო იმ შემთხვევაში კი არა, როცა საქმე რუსეთთან გვაქვს, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია, არამედ იმ შემთხვევაშიც როცა საქმე გვაქვს მეგობარ სახელმწიფოსთან. იმიტომ, რომ უცხო სახელმწიფოდან დაფინანსების მიღება კანონით აკრძალულია”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, ცენტრმა “დოსიემ” 24 აგვისტოს მასალები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით,  კრემლი “პატრიოტთა ალიანსს” 2020 წლის არჩევნებისთვის ფინანსურად ეხმარება და წინასაარჩევნო კამპანიის შინაარსთან დაკავშირებით ინსტრუქციებს აძლევს.

“ევროპული საქართველოს” წვერმა ელენე ხოშტარიამ პროკურატურას “პატრიოტთა ალიანსის” წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა. 

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა უარყო საგამოძიებო სტატიის ბრალდებები და განაცხადა, რომ მისი პარტია მრავალ საკონსულტაციო კომპანიასთან თანამშრომლობს, მათ შორის, ორ ამერიკულ, ორ ებრაულ და ერთ რუსულ კომპანიასთან.

ინაშვილი იმასაც ამბობს, რომ თავად სააკაშვილმა და ბოკერიამ ინტერნეტგვერდზე დააწერინეს ტყუილი!

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად