ნინო ბურჯანაძე: ნორმალური ფსიქიკის მილიარდერი ადამიანი ოჯახს 15 წელი ჭორვილაში აცხოვრებს?! დაცვის გარანტია მხოლოდ იქ ჰქონდა!

“მოსახლეობას კითხვები არ უნდა გასჩენოდა, რომ ამ კაცს მილიარდები რომ აქვს, 15 წელი ჭორვილაში რატომ ზის?! ჭორვილიდან ხალხი მორბის. იმიტომ, რომ მის ქონებას საფრთხე ემუქრებოდა, – ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ბოლოს წამოვიდა ჭორვილიდან და მთელი საქართველო გაიხადა დაცვად.

“მოსახლეობას კითხვები არ უნდა გასჩენოდა, რომ ამ კაცს მილიარდები რომ აქვს, 15 წელი ჭორვილაში რატომ ზის?! ჭორვილიდან ხალხი მორბის. იმიტომ, რომ მის ქონებას საფრთხე ემუქრებოდა. მისი ქონება თაღლითური მეთოდებით არის ნაშოვნი. მათ შორის ბევრი ადამიანის გადაგდებით. ზოგი ადამიანი რაღაცა პერიოდი ციხეში იყო, ზოგი იმ ქვეყანას არის და ა. შ. მაგრამ ის [ივანიშვილი] თავს მშვიდად ვერ გრძნობდა. მისი ერთადერთი დაცვა იყო ჭორვილაში ყოფნა. თქვენ ნორმალური ფსიქიკის ადამიანი გგონიათ ის, რომელიც თავისი ნებით, თუ რამე არ უჭირს, 15 წელი თავის ოჯახს ჭორვილაში აცხოვრებს მილიარდები რომ აქვს?! რა თქმა უნდა, არჩევნი რომ ჰქონოდა, ის ჭორვილაში არ იცხოვრებდა, მაგრამ წამოვიდა ჭორვილიდან და ახლა მთელი საქართველო გაიხადა დაცვად.

მისი ქონების დაცვის ერთადერთი გარანტია მისი ხელისუფლებაში ყოფნაა. მაგრამ როგორც თადარიგიანმა კაცმა და როგორც უდავოდ ალღოიანმა ბიზნესმენმა გაუშვა ის მომენტი, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, თუ ოპოზიცია მოიპოვებს ვადამდელ არჩევნებს და ჩვენ მოვიპოვებთ მას, მაშინ თუ მის ძალაუფლებას დაემუქრება საფრთხე, მაშინ მის მილიარდებსაც დაემუქრება”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად