ნინო ბურჯანაძე: ნატოს ბაზების საქართველოში განთავსებაზე საუბარი ჩვენ ინტერესებს აზიანებს

“ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე “აიპრესთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ ნატოსთან ინტენსიურად უნდა ვითანამშრომლოთ სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ავღანეთის თემაზე.

მისი თქმით, ნატოში შესვლა არარეალისტურია და მისი ბაზების საქართველოში განთავსებაზე საუბარი საქართველოს ინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს.

“რაც შეეხება ნატოს, ჩემი პოზიცია ცნობილია. ჩვენ რა თქმა უნდა, ნატოსთან ურთიერთობა და თანამშრომლობა უნდა გავაგრძელოთ ისეთ საკითხებში, როგორიც არის ავღანეთი, საერთაშორისო უსაფრთხოება, მაგრამ ნატოში შესვლა დღეს არარეალისტურია. აბსოლუტური ტყუილია, ვინც გვეუბნება, რომ ნატოში შევალთ. თუ შევლენ, შევიდნენ ბატონო, მაგრამ მე ვიცი, რომ ვერ შევალთ. მასთან უნდა ვითანამშრომლოთ ინტენსიურად, მაგრამ ნატოს ბაზების საქართველოში განთავსებაზე საუბარი მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს საქართველოს ინტერესებს”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ, რომელთან ინტერვიუს სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად