ნინო ბურჯანაძე: მცოცავი ოკუპაცია საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო ქმედებაა, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია

მცოცავი ოკუპაცია საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო ქმედებაა, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, – ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, შედარებით რბილი ფორმულირება გააკეთა კიბერშეტავაზე, რადგან ამისთვის მტკიცებულება სჭირდება მას.

“როდესაც მცოცავი ოკუპაცია ხდება, ეს საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო ქმედებაა, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ერთადერთი მე შედარებით რბილი ფორმულირება ვთქვი კიბერშეტავასთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ იურისტი ვარ და პოლიტიკურ ცხოვრებაში შეიძლება ეს ცოტათი ხელს მიშლიდეს პიარ საუბრების დროს. მაგრამ, როდესაც იურისტი ხარ და სანამ არ გაქვს მტკიცებულებები, რომ ეს ამა თუ იმ სახელმწიფოს გაკეთებულია, ყოველთვის ამბობს პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსი, რომ თუ ეს მათი გაკეთებულია, ძალიან ცუდია და ეს დანაშაულია ნამდვილად. მაგრამ, სანამ მე არ მექნება მტკიცებულება, რომ ეს ნამდვილად მათი გაკეთებულია, მე დაზუსტებით ვერ ვიტყვი”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად