ნინო ბურჯანაძე: მიკვირს, როცა ამდენ ხმას იღებს “ნაცმოძრაობა”, მაგრამ ეს ჩვენი მოქალაქეების არჩევანია

“ყველა პარტიის ინტერესშია, რომ “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციის ხმები ვერ გადაილაგოს. ბუნებრივად არის თანხვედრა, რომ იგივე “ნაციონალურმა მოძრაობამ”, რომელსაც სულ არ უნდა ბურჯანაძის ხმების დაცვა, ისე გააკეთოს, რომ ბურჯანაძის ხმები ვერ მოხვდეს “ქართულ ოცნებაში”, – ამის შესახებ “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “დღის ამბები” განაცხადა.

“დიახ, ჩვენც ნამდვილად არ ვგიჟდებით “ნაციონალურ მოძრაობაზე” და ძალიანაც მიკვირს, როცა ამდენ ხმას იღებს ის, მაგრამ ეს ჩვენი მოქალაქეების არჩევანია და ჩვენ ამ არჩევანს პატივი უნდა ვცეთ. სხვათა შორის, ჩვენ არც “ქართული ოცნების” ხმების მოპარვას არ ვაპირებთ.

მოვისმინე თქვენ ეთერში “ქართული ოცნების” წარმომადგენლების კომენტარები, როცა ინდმეწარმეებად მოგვიხსენიეს. ამოიღეთ – “ნაციონალური მოძრაობა” ზენიტში რომ იყო, რას ლაპარაკობდა ოპოზიციაზე. შეიძლება ასე დაემსგავსო ყველა ცუდში წინა ხელისუფლებას?!

არ ვიტყვი ივანიშვილი ვის დაკარგვია-მეთქი, მაგრამ უცბად რომ გამოცხადდეს, რომ ივანიშვილმა 5 მილიარდი დაკარგა და გაკოტრდაო, მისი ოჯახის წევრების გარდა რამდენი ადამიანი დაუდგება გვერდით. “ქართულ ოცნებაში” რომ ინდმეწარმეებიც არ არიან? 4 წელია პარლამენტში არიან და ხმა არ ამოუღიათ”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად