ნინო ბურჯანაძე: მამაჩემი იყო ის ადამიანი, რომელიც იბრძოდა იმისათვის, რომ „ნამახვან ჰესი“ არ აშენებულიყო, მე ვაგრძელებ

ანზორ ბურჯანაძე იყო ის ადამიანი, რომელიც იბრძოდა იმისათვის, რომ ,,ნამახვა ჰესი“ არ აშენებულიყო, მე ვაგრძელებ,- ამის შესახებ ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია ,,პალიტრის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ბურჯანაძე აცხადებს, იგი სოლიდარობას უცხადებს იმ ადამიანებს, ვინც ნამახვანის მშენებლობას აპროტესტებენ.

,,ნამახვან ჰესი“ ისევე მტკივა მე, როგორც აქციის მონაწილეებს, დედაჩემის ბებიის და ბაბუის საფლავი ჰესის აშენების შემთხვევაში, წყლის ქვეშ აღმოჩნდება. მუდმივად ვუცხადებ მათ სოლიდარობას და სანამ ეს ახალგაზრდები, რომლებიც იქ არიან დაიბადებოდნენ, მამაჩემი მანამდე იბრძოდა ,,ნამახვან ჰესის“ წინააღმდეგ კომუნისტების პერიოდში და მისი ძალიან დიდი წვლილია იმაში, რომ ეს ჰესი აქამდე არ აშენებულა იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ტექნიკური პრობლემა იყო და ანზორ ბურჯანაძე იყო ის ადამიანი, რომელიც იბრძოდა იმისათვის, რომ ნამახვანჰესი არ აშენებულიყო, მე ვაგრძელებ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...