ნინო ბურჯანაძე: კობახიძე არ არის უნიჭო ბიჭი, მცოდნე იურისტია, მაგრამ სამწუხაროდ არარაობა აღმოჩნდა

კობახიძე არ არის უნიჭო ბიჭი, მცოდნე იურისტია, მაგრამ სამწუხაროდ არარაობა აღმოჩნდა, – ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში, გადაცემაში “ნიუსრუმი” განაცხადა.

“ივანიშვილს ჰგონია, რომ აბსოლუტურად ყველაფერი იცის და ყველაზე ჭკვიანია. ხომ გახსოვთ, რომ თქვა ნიცშეს არ ვეთანხმებიო. საწყალი ნიცშე საფლავში ალბათ გადაბრუნდა და გადმობრუნდა, ისევ გადაბრუნდა და კიდე გადმობრუნდა. შეიძლება არ ეთანხმებოდე ვინმეს, რაც არ უნდა გენიოსი იყოს, მაგრამ ცოტა ხომ უნდა მოგერიდოს და ტელევიზიით არ გამოხვიდე და თქვა, რომ ნიცშეს არ ვეთანხმებიო?!

შეხედეთ კადრები, ვინ არიან, ვინ მართავს ქვეყანას? კობახიძე ახსენეთ და არ არის უნიჭო ბიჭი, მცოდნე იურისტია, მაგრამ აღმოჩნდა, სამწუხაროდ, არარაობა, რომელიც ისე გადაირია თანამდებობის გამო და ამ დროს არ უნდა გადარეულიყო წესით, ნორმალურ ოჯახშია გაზრდილი. ასე რატომ უნდა გადაირიო? ასე რატომ უნდა შეაძულო ყველას თავი? ასეთი ცინიკური რატომ უნდა იყო და მერე გეყოს ჭკუა და „გლავკანალსა“ და „პერვი კანალს“ რომ ამბობ, ივანიშვილმა სად იშოვა მილიარდები, ბაბუამისმა დაუტოვა ? არ ვიცით სად იშოვა? არ ვიცით 2012 წელს ასობით მილიონი როგორ წამოიღო რუსეთიდან? „გლავკანალი“ და მსგავსი სხვა რაღაცებს გვახსენებს, გაჩუმდე ჯობია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად